ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-05

კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენცია

8-9 დეკემბერს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ოკუპაციურ თერაპევტთა ასოციაცია კავკასიის ქვეყნების ოკუპაციურ თერაპევტთა III საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენციის ძირითადი მიზანია ოკუპაციური თერაპიის სწავლების ათწლიანი გამოცდილების შეფასება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებათა გაანალიზების ფონზე, საერთაშორისო პროექტების ინიცირება და რეგიონში ოკუპაციური თერაპიის ცნობადობის დონის ამაღლება.

კონფერენციის ფორმატი ითვალიწინებს, როგორც მოხსენებებს, ასევე სამუშაო შეხვედრებსა და სტუდენტთა ნამუშევრების პრეზენტაციას. კონფერენციის მთავარი მომხსენებელია - ვიკის უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი სალვადორ სიმო ალგადო. მოხსენების თემაა ,,ოკუპაციური თერაპევტების პროფესიული იდენტობა: განათლების, კვლევისა და ინტერვენციის ინტეგრირება’’. კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოში, სომხეთში და აზერბაიჯანში მოღვაწე ოკუპაციური თერაპევტები, ასევე მოწვეული სტუმრები ესპანეთიდან და ჰოლანდიიდან. კონფერენციას დაესწრებიან ადგილობრივი და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მომიჯნავე დარგის სპეციალისტები.

კონფერენცია ეძღვნება საქართველოში ოკუპაციური თერაპიის სწავლების დაწყებიდან 10 წლისთავს.

იხ.პროგრამა

მისამართი:ი. ჭავჭავაძის გამზირი N1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშილის სახელობის)აუდიტორია
Print

« იხ. ყველა სიახლე