2014-04-03
მევლანას გაცვლითი პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი
თსუ-ს ბაკალავრიატის მე-3, მე-4, მე-5 სემესტრის, მაგისტრატურის 1-ლი სემესტრისა და დოქტორანტურის სტუდენტებს, რომელთაც სურთ მევლანას გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება და 2013 წლის ნოემბერში უკვე გაიარეს B2 დონის ტესტირება ერასმუს მუნდუსისა და ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამებისთვის,
ვთხოვთ, არაუგვიანეს ა/წ 7 აპრილის 17.00 საათისა თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში წამოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან - Transcript of records (ინგლისურ ენაზე)
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა
- CV (ევროპასის ფორმატში)
დამატებითი ინფორმაციისათვის გაცნობებთ, რომ მევლანას გაცვლითი პროგრამის ფარგლებში თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლებლად ჩასულ სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია 560 ლირის ოდენობით. სტუდენტებს ყოველთვიურად ჩაერიცხებათ სტიპენდიის 70%, ხოლო დარჩენილი 30% ჩაირიცხება იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი სემესტრის ბოლოს, ყველა საგანში მიიღებს გამსვლელ ქულას.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: http://www.tsu.edu.ge/ge/government/administration/departments/foreign_relations/int_relations/mevlana/
P. S. გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 3 და მეტი GPA მქონე სტუდენტებს.
რეგისტრაციის გასავლელად მიმართეთ ელისაბედ ბჟალავას
თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
თსუ-ს პირველი კორპუსი
ოთახი 121
e-mail: mevlana@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე