ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-13

კულტურის პრობლემებით დაინტერესებულ მოსწავლეთა საყურადღებოდ!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კულტურის კვლევების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გთავაზობთ სალექციო კურსს, რომლის მიზანია მოსწავლეებისათვის მსოფლიოსა და საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების გაცნობა, კულტურის (მატერიალური და არამატერიალური) პოპულარიზაცია, მისი განხილვა ისტორიულ და თანამედროვე გლობალურ ჭრილში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ახალგაზრდობის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა,  კულტურის მეცნიერებების პოპულარიზაცია.

დაგეგმილი ლექციების კურსი:

1.    გაცნობითი შეხვედრა
2.    მედია და კულტურა
3.    „ცივი ომი“ კარიკატურებში - შემეცნებითი თამაში
4.    „პოლინარია“ - სიმულაციური თამაში
5.    საზოგადოება: კონტრკულტურა, სუბკულტურა
6.    ენა და „ენის ტყვეობაში“

პირველი ლექცია გაიმართება ოთხშაბათს, 18 მარტს, 16.00 საათზე; მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 302-ე ოთახი.



Print

« იხ. ყველა სიახლე