”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში:
საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი პერსპექტივაში”
21-22 ივნისი, 2013
თბილისი
საერთაშორისო კონფერენცია ”პოლიტიკური ტრანსფორმაცია და სოციალური ცვლილება სამხრეთ კავკასიაში: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი პერსპექტივაში” ტარდება პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური ქსელის” მხარდაჭერით და განკუთვნილია ახალგაზრდა მკვლევარებისთვის.
მკვლევარებს საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევითი ნაშრომები შემდეგ თემებზე:
-
მიგრაცია, დიასპორა და სოციალური ჩართულობა;
-
სამოქალაქო საზოგადოება, სოციალური კაპიტალი და ნდობა;
-
მედია, სოციალური ქსელები და საჯარო სივრცე;
-
სახელმწიფო სტრუქტურები, რეჟიმები, ელიტები და დემოკრატიზაცია;
-
სახელმწიფო რეფორმები, საჯარო პოლიტიკა და მმართველობა;
-
ნაციონალიზმი, იდენტობები, რელიგიური და კულტურული კაპიტალი;
-
სოციალური ცვლილება(ახალგაზრდების იდენტობა, ღირებულებათა სისტემები, ახალგაზრდების დასაქმება, ა.შ).
კონფერენციის მიზანია:
შესაძლებლობა მისცეს მკვლევარებს, რომლებიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობენ, შეხვდნენ ერთმანეთს, გააფართოვონ თავიანთი აკადემიური ქსელი, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, იმსჯელონ თავიანთ ნაშრომებზე /კვლევის შედეგებზე.
განიხილონ ტრანსფორმაციის პროცესის თანმდევი გამოწვევები და წინააღმდეგობები, რომლის წინაშეც დგას სოციალური მეცნიერებები საქართველოში.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
კონფერენციის მონაწილეები უნდა იყვნენ
დოქტორანტები ან
დოქტორანტურის კურსდამთავრებულები, რომლებსაც 2009 წელს და მას შემდგომ მიენიჭათ დოქტორის აკადემიური ხარისხი.
კვლევითი ნაშრომების თემატიკა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს საქართველოს,სომხეთს ან აზერბაიჯანს.
ასევე მიიღება ნაშრომები, რომლებიც შედარებით ანალიზს მოიცავს.
კონფერენციის ენა: ინგლისური
დეტალური ინფორმაცია კონფერენციის თაობაზე და მასში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციაზე იხილეთ პროგრამის ვებ-გვერდი: http://ascn.ch/en/Events/Annual-Conference-2013.html