2013-04-17

ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის სტიპენდიები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის


ბალტიის ზღვის რეგიონისა და კავკასიის ქსელის სტიპენდიები სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის




თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის პოსტ-საბჭოთა და სამხრეთ კავკასიის მიმართულებით ჰელსინკის ალექსანტერის ინსტიტუტში (http://www.helsinki.fi/university/index.html) ორკვირიანი სტიპენდიის მოსაპოვებლად.

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა ინგლისური ენის ცოდნა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • ელექტრონულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა (https://elomake.helsinki.fi/lomakkeet/37552/lomake.html)
  • CV (ინგლისურ ენაზე, სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების მითითებით)
  • დეკანის რეკომენდაცია
  • ცნობა თსუ-ში საქმიანობის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
  • მიმღებ უნივერსიტეტში სამუშაო გეგმის მოკლე აღწერა

მობილობის ხანგრძლოვობა: 2 კვირა
მობილობის სავარაუდო პერიოდი: 2013 წლის სექტემბერი-ნოემბერი
სტიპენდია მოიცავს: დაბინავების, საერთაშორისო მგზავრობისა და ყოველდღიური ხარჯების
დაფინანსებას

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2013 წლის 8 მაისის 16 საათი

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საბუთების ჩასაბარებლად მიმართეთ მაია მენთეშაშვილს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტში (თსუ მეორე კორპუსი, მეორე სართული, ოთახი 204, ტელ: 225 02 12).

შენიშვნა: დაგვიანებული ან/და არასრული განაცხადები არ მიიღება!

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ თანდართული დოკუმენტი

Print

« იხ. ყველა სიახლე