2012-08-31

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთათვის ხელშეკრულების გაფორმება და სწავლის საფასურის გადახდა წარმოებს 31 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით (მის: ქ. წამებულის გამზ. 55, II სართული, ოთახი 225, ტელ: 2 74 85 32).

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად  დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის  წარმოდგენით);
გ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი     (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (ბრძ.№02/01-01, 24.01.2012). პირველკურსელთა მიერ სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში:
  • ბანკი რესპუბლიკა
  • ლიბერთი ბანკი
  • თი ბი სი ბანკი
Print

« იხ. ყველა სიახლე