2014-10-07

ტრენინგი - „მწუხარებაში მყოფ ადამიანებთან მუშაობა: ტრავმა, გამძლეობა, გამკლავება“

2014 წლის  9, 10, 11 და 12 ოქტომბერს  ესექსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ბატონი რენოს  პაპადოპოულოსი ჩაატარებს ტრენინგს „მწუხარებაში მყოფ ადამიანებთან მუშაობა: ტრავმა, გამძლეობა, გამკლავება.“

ტრენინგის დღის წესრიგი

ხუთშაბათი, 9 ოქტომბერი 2014 , აუდიტორია №115

9.00. – 9.30.       მონაწილეთა რეგისტრაცია, გაცნობა
9.30. – 11.00.     ტრენინგის შესახებ
11.00. – 11.30.    ყავა, ჩაი
11.30. – 14.30.    მწუხარებასთან დაკავშირებული შეხედულებების ჩამოყალიბება, ინდივიდების, ოჯახების და თემების პრიზმაში. ლექცია, გუნდური მუშაობა.
14.30. – 15.30.     შესვენება, სადილი
15.30. – 18.00.     მწუხარებაში მყოფ ინდივიდებთან, ოჯახებთან და თემებთან შესაბამისი ინტერვენციული სტრატეგიების განვითარება. ლექცია, გუნდური მუშაობა.


პარასკევი, 10  ოქტომბერი 2014, აუდიტორია №115

9.00. – 11.00.      ინტერვენციის პროგრამის იმპლემენტაციასა და კონცეფტუალიზაციას შორის მიმართებების წვდომა. მცირე ლექცია, გუნდური მუშაობა.
11.00. – 11.30.   ყავა, ჩაი
11.30 – 14.30.    ინტერვენციის ინტერაქციული მატრიცის დინამიკის შესწავლა. ლექცია, ჯგუფური მუშაობა.
14.30. – 15.30.   შესვენება, სადილი
15.30. – 18.00.   ტრავმასთან გამკლავების პრინციპების გაგება.


შაბათი , 11  ოქტომბერი 2014,  აუდიტორია №115

9.00. – 11.00.      „მსხვერპლის ფსიქოთერაპიასა“ და  „თერაპიულ განზომილებების საფუძვლებს“  შორის განსხვავებები მწუხარებასთან გამკლავების ჭრილში. ლექცია, ფგუფური მუშაობა.
11.00. – 11.30.   ყავა, ჩაი
11.30 – 14.30.    მწუხარებაში მყოფი პიროვნების ვიქტიმურობასა და  „ვიქტიმთან იდენტობის“ განვითარებას შორის განსხვავებები. ლექცია, გუნდური მუშაობა.
14.30. – 15.30.     შესვენება, სადილი                                                   
15.30. – 17.00.     ფსიქოსოციალური ინტერვენციის პრინციპების გაგება. ლექცია. გუნდური მუშაობა.


კვირა, 12 ოქტომბერი 2014, აუდიტორია  №115

10.00. – 12.00.  შემაჯამებელი მუშაობა
12.00. – 13.00.  სერტიფიკატების გადაცემა

ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა  მიმართეთ  დოქტორანტ  მარეხ დევიძეს
T: 577 943 953

ENG




Print

« იხ. ყველა სიახლე