ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-04-05

ქიმიური აბსტრაქტების სერვისების სემინარები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი და შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გამართავს სემინარების სერიას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა CAS და SciFinder-ის აპლიკაციების მნიშვნელობას ქართველი მეცნიერებისათვის.

ამერიკული ქიმიური საზოგადოების (American Chemical Society) განყოფილება - ქიმიური აბსტრაქტების სერვისი CAS (www.cas.org) არის ქიმიისა და მასთან დაკავშირებული თემატიკის შესახებ მსოფლიოში წამყვანი ავტორიტეტი. CAS უკვე 100 წელიწადზე მეტია აგროვებს და აანალიზებს მსოფლიოში კვლევით მიღწევებს და ხელს უწყობს სამეცნიერო აღმოჩენების წარმატებას. CAS სერვისები, როგორებიცაა SciFinder, PatentPak, MethodsNow, მიზნობრივად პასუხობს მეცნიერების, ბიზნესის წრმოადგენლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების ყოველდღიურ კითხვებს.

სწორ ინფორმაციასთან დროული ხელმისაწვდომობა წარმატებული და ეფექტური ინოვაციის საფუძველია. CAS-თან პარტნიორობა ხელს უწყობს ორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით სტრატეგიულად მართონ მიღებული ინფორმაცია.

სემინარის ჩატარების ადგილი:


- 24 აპრილი, 16:00 საათი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდის საკონფერენციო დარბაზი;
- 25-26 აპრილი, 14:00 საათი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პირველ სასემინარო დღეს დარეგისტრირებული 30-40 მონაწილისთვის შესაძლებელია სერვისზე თავისუფლად წვდომის უფლების დაშვება სასემინარო დღეების განმავლობაში.

ხოლო სემინარების შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლებელია დადგეს საკითხი 1-2 თვიანი თავისუფალი წვდომის პერიოდის გამოყოფისა შერჩეული სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციებისათვის.

საცდელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული აქტივობები კი შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ შოთა რუსთაველის ფონდმა მთავრობის წინაშე იშუამდგომლოს მეცნიერთათვის სერვისზე წვდომის უფლების შესაძენად 2019 საბიუჯეტო წლიდან.






Print

« იხ. ყველა სიახლე