ცხადდება კონკურსი თსუ-ს
დოქტორანტურის სტუდენტებისათვის 2017 წლის შემოდგომის სემესტრში ზაარლანდის უნივერსიტეტში კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის დოქტორანტებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ გერმანულ ენას (გერმანული ენის არცოდნის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისურენოვანი დოქტორანტები).
სტიპენდიის ხანგრძლივობა: ორი კვირა (მობილობა უნდა განხორციელდეს ა/წ. 31 დეკემბრამდე)
შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ საერთაშორისო მგზავრობის ხარჯები!!!
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თსუ)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თსუ)
დაინტერესებულმა პირებმა ა/წ 10 ოქტომბრის 23:59 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
dfronline_de@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- პასპორტის ასლი;
- დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ქართულ ენაზე);
- ნიშნების ამონაწერი (GPA-ის მითითებით);
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე);
- მოტივაციის წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა,
- ფონტი - Times New Roman, დაშორება - 1,5; ველი - 2);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ/გერმანულ ენაზე, ხელმოწერითა და
- ბეჭდით დამოწმებული);
- სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა.
შენიშვნა:
დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:
dfronline_de@tsu.ge