ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-09-26

შეხვედრა გერმანულ კომპანია „SPECTRO Analytical Instruments GmbH“-სა და თსუ-ს თანამშრომლებს შორის

5 ოქტომბერს 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ კომპანია „SPECTRO Analytical Instruments GmbH“-სა და თსუ-ს თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართება. გერმანული მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება მოხსენება "ოპტიკური ემისიისა და ენერგოდისპერსიული რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრიის ტექნოლოგიის გამოყენებით ელემენტურ ანალიზში მიმდინარე პროგრესი".

ანალიტიკური აპარატურის მწარმოებელი კომპანია "SPECTRO Analytical Instruments GmbH"-ის თანამშრომლები წარმოაჩენენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს ოპტიკურ სისტემებში, დეტექტორულ ტექნოლოგიებში და სპექტრალურ ანალიზში, რაც გამოიხატება ელემენტების ანალიზის  სიზუსტის, გრძნობიერების და სარწმუნოობის მნიშვნელოვან გაუმჯობესებაში. ნაჩვენები იქნება, თუ რამდენად პრაქტიკული სარგებელი აქვს აღნიშნულ ტექნოლოგიურ პროგრესს გამოყენებითი და კვლევითი ხასითის საქმიანობაში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, აუდიტორია №107









Print

« იხ. ყველა სიახლე