ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის ხელშეწყობით ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფი აწყებს საქველმოქმედო აქციას
„წიგნები მსჯავრდებულებს“.
პროექტის ფარგლებში იგეგმება თსუ-ს სტუდენტების მიერ შეგროვებული ნებისმიერი ხასიათის წიგნების სასჯელაღსრულებითი დაწესებულებების ბიბლიოთეკებისათვის გადაცემა.
წიგნების მოტანა შესაძლებელია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: მე-2 კორპუსი 131–ე და 132–ე ოთახი; თსუ, ბიოლოგების კორპუსი (306-ე აუდიტ.)
წიგნის შემომტანმა აუცილებლად უნდა შეავსოს მარტივი ბლანკი, სადაც მითითებულია: წიგნის შემომტანის სახელი, წიგნის სახელწოდება და ხელმოწერა. ბლანკი ქველმოქმედებაში მონაწილეს დახვდება ადგილზე.
საკონტაქტო პირები:
თამუნა ბიძინაშვილი 558555473;
ბაჩუკი კრილოვი 598459142
წიგნები შეგიძლიათ მოიტანოთა 2013 წლის 15 მაისამდე.
შეიტანე წვლილი მსჯავრდებულთა ბიბლიოთეკის განახლება–გამდიდრების საქმეში !