2019-07-22

ტრენინგები აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ-ის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით: 

• სამეცნიერო სტილი, მისი მოთხოვნები, მახასიათებლები და ენობრივი საშუალებები; 
• საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები; 
პედაგოგი: გიული შაბაშვილი

• რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;
• Turnitin-ის გამოყენება; 
პედაგოგი: თეა პაპიაშვილი

• ელექტრო-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების  ტექნიკა და ფორმები;
პედაგოგი: ანა ტივაძე, მარიკა ჟორჟოლიანი

• პროგრამა Mendeley  -  თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება და  ციტირების სტილები (APA, CHICAGO და სხვ.)
პედაგოგი: ცისია პაპიაშვილი, ნატალი გიორგობიანი

ტრენინგი ჩატარდება 2019 წლის  22  და 23  ივლისს 11:00 დან 14:00 საათამდე თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, მისამართი: მერაბ ალექსიძის მე-2 შესახვევი N3, სართ. III, აუდ. N402

ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიყევით 

ტრენინგები ხორციელდება ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში. პროექტის პარტნიორები ოთხ ევროპულ სასწავლებელთან – როეჰემპტონის (University of Reohampton, ინგლისი), უფსალას (University of Uppsala, შვედეთი), ვენისა (University of Vienna, ავსტრია) და დუბლინის (Dublin City University, ირლანდია) უნივერსიტეტებთან - ერთად თორმეტი ქართული უმაღლესი სასწავლებელი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არიან. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. 

Print

« იხ. ყველა სიახლე