2015-04-15

პორტუგალიური ენის საეთაშორისო დღე თსუ-ში

მაისის თვეში პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობა (CPLP) ენის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2014 წელს საქართველოს ამ თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსი მიენიჭა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წელს იგეგმება ენის დღის აღნიშვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პორტუგალიური ენის ცენტრის მიერ ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების ფარგლებში.
ღონისძიებები ჩატარდება  - 4 მაისიდან 10 მაისამდე;
სამუშაო ენა - ინგლისური;
დასწრება თავისუფალია.

სამშაბათი, 5 მაისი
18:00 |  საკონფერენციო ოთახი (თსუ, I კორპუსი, ოთახი 101)
ფილმის ჩვენება
“ჩვენი საყვარელი აგვისტოს თვე” (მიგელ გომეში, 2008)
პორტუგალიურად ინგლისური სუბტიტრებით
ვერა პეიშოტუს შესავალი სიტყვა (თსუ-ში პორტუგალიური ენის ცენტის დირექტორი)

ხუთშაბათი , 7 მაისი
17:00 |სააქტო დარბაზი (თსუ,I კორპუსი)
კონფერენცია (არაბული გავლენა პორტუგალიურ პოეზიაზე)
„ღარბ ალ-ანდალუსისა და ალგარვეს თანამედროვე პოეზია: სარკეების თამაში პორტუგალიურ ლიტერატურაში“
ჟუაო ვენტურა (იბერო-ატლანტიკური კულტურის ინსტიტუტის პრეზიდენტი, პორტიმაო, პორტუგალია)
მონაწილეობს ფოლკლორული ანსამბლი „ჩვენებურები“, საქართველო.
კონცერტი
„საუდადი/სევდა: შუასაუკუნეების ხმელთაშუაზღვისპირა  მუსიკა“ - ანსამბლი მედ
დანიელა ტომაჟი - ისტორიული ფლეიტები და „ადუფე“ (პორტუგალიური საკრავი)
დიდიე ფრანსუა - ნიკელარფა (nickelharpa)

ოფიციალური მიღება
პარასკევი, 8 მაისი
12 | პორტუგალიური ენის ცენტრი (თსუ, II კორპუსი, ოთახი 203)
კონფერენცია (პორტუგალიური მუსიკა)
„პორტუგალიური ხელუხლებელი კულტურა და მემკვიდრეობა: ფადოსა და კანტეს ისტორიული პერსპექტივა“
დანიელა ტომაჟი (ლაგოსის მუსიკის აკადემიის სამხატვრო ხელმძღვანელი, პორტუგალია)

ღონისძიების ორგანიზატორები არიან:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილია ჭავჭავაძის გამზირი №1 ( I კორპუსი) და №3 ( II კორპუსი)
დამატებითი და განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu ან დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს vera.peixoto@tsu.ge



Print

« იხ. ყველა სიახლე