ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-09-30

კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“

2014 წლის 3-5 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „თანამედროვე ბიზნესი: სიახლეები, პრობლემები“ გაიმართება.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ელენე ხარაბაძე.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერი, მოწვეული სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

კონფერენცია გაიხსნება პარასკევს, 3 ოქტომბერს, 11:00 საათზე,
მისამართი: თსუ მაღლივი კორპუსის 206-ე აუდიტორია.

მისასალმებელი სიტყვა:

ელენე ხარაბაძე  - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე,  პროფესორი;
ვლადიმერ პაპავა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი;
თეიმურაზ ბერიძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი;
ნოდარ ხადური - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  პროფესორი; საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
დავით ნარმანია - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  პროფესორი, ქალაქ თბილისის მერი;

კონფერენციის გახსნის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართება პლენარული სხდომა, სადაც წარმოდგენილი იქნება მოხსენებები.

4 ოქტომბერს მუშაობა გაიმართება სექციებში
გათვალისწინებულია სამი სექცია:

I სექცია: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – გამოწვევები და პრობლემები;
ბუღალტრული აღრიცხვის პრობლემები და პერსპექტივები სახელმწიფო სექტორში
სექციის ხელმძღვანელი: ნადეჟდა კვატაშიძე - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

II სექცია: ეკონომიკური ანალიზი და მენეჯერული გადაწყვეტილებები
სექციის ხელმძღვანელი: მერაბ ჯიქია - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი;

III სექცია: გადასახადები, ბიზნესის დაბეგვრის საკითხები, თანამედროვე აუდიტის პრობლემები
სექციის ხელმძღვანელი: მიხეილ ჩიკვილაძე - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოციებული პროფესორი;


კონფერენციის პროგრამა



Print

« იხ. ყველა სიახლე