2017-05-15

ევროპული კვლევა ლექსიკონების გამოყენებისა და ლექსიკოგრაფიული ტრადიციის შესახებ საქართველოში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიული ცენტრი ლექსიკონის მომხმარებლებისა და ლექსიკონის გამოყენების ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან ევროპულ კვლევას იწყებს. კვლევის მიზანია შეისწავლოს ენის მატარებლების დამოკიდებულება მათ მშობლიურ ენაზე შექმნილი განმარტებითი ლექსიკონებისადმი.

კვლევის ორგანიზატორები არიან:იზტოკ კოსემი (ლიუბლიანას უნივერსიტეტი და ტროინას ინსტიტუტი), რობერტ ლევი (ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი), კაროლინ მიულერ-შპიცერი და საშა ვოლფი (გერმანული ენის ინსტიტუტი). გამოკითხვის ერთ-ერთი ორგანიზატორია ელექტრონული ლექსიკოგრაფიის ევროპული ქსელი. 

გამოკითხვა მიმდინარეობს 29 ქვეყანაში, მათ შორისაა: ავსტრია, ბელგია, გერმანია, ფინეთი, უნგრეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ლატვია, საბერძნეთი, პოლონეთი, შვედეთი, ფინეთი და სხვ. ევროპულ კვლევაში მონაწილეობს საქართველოც და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექსიკოგრაფიულმა ცენტრმა იტვირთა კვლევის ქართველი წარმომადგენლის ფუნქციები.

გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე შეარჩიოთ ქართული ენა და შეავსოთ ქართულ ენაზე მომზადებული კითხვარი.


Print

« იხ. ყველა სიახლე