თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი და თბილისის კლასიკური გიმნაზია გიწვევთ მელინა მერკურის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დღეებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფესტივალის "ოქროს საწმისი" საზეიმო გახსნაზე
25 მარტს 17:00 საათზე.
პროგრამის ფარგლებში გაიმართება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის "საბერძნეთის უკანასკნელი ქალღმერთი" პრეზენტაცია და ოსკარზე ნომინირებული ცნობილი ბერძნული ფილმის "არასოდეს კვირაღდეს" ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით).
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
27 მარტი 10:00 საათზე
სამეცნიერო და მოსწავლეთა კონფერენცია "ელენე არგოსელიდან მელინა მერკურიმდე"
14:00 საათზე
ოსკარზე ნომინირებული ფილმის "სტელა" ჩვენება (ქართულენოვანი ტიტრების თანხლებით)
6 აპრილი 16:00 საათზე
მოსწავლეთა ვიქტორინა ბერძნულ მითოლოგიაში
17 აპრილი 17:00 საათზე
მოსწავლეთა თეატრალური წარმოდგენების კონკურსი
21 აპრილი 17:00 საათზე
საზეიმო დღეების დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოვება.
გახსნა გაიმართება ი. ჭავჭავაძის გამზ. N13. თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის 220 აუდიტორიაში ( II სართული ) და დახურვა-დაჯილდოვება ინსტიტუტის სააქტო დარბაზში ( IV სართული).