2014 წლის 1 – 4 სექტემბერს ქ.თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება X საერთაშორისო კონფერენცია
„PETROMASS – 2014” .
კონფერენცია
"PETROMASS" ტარდება ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. 2014 წელს კონფერენციის ჩატარების ადგილად შერჩეული იქნა საქართველო, თბილისი.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: თსუ, რუსეთის მასს–სპექტრომეტრიის საზოგადოება და პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი, სპონსორი „MC Analytica“ (აშშ).
კონფერენციის მიზანია მასსპექტრომეტრიის გამოყენების ტენდენცია და პერსპექტივები ნავთობქიმიასა და ეკოლოგიაში. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ამ სფეროში მომუშავე მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების მოხსენებები და „MC Analytica“–ის უახლესი მიღწევები.
კონფერენციის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:
http://petromass2014.tsu.ge