2017-02-16

"მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში"

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის: "მიგრაციის სწავლების წახალისება უმაღლეს განათლებაში" ფარგლებში 2017 წლის 17-18 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს კონსორციუმის პირველ შეხვედრას.

ღონისძიების დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი დოქტორი გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი - პროფესორი ლევან ალექსიძე და ერასმუს +-ის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი დოქტორი ლიკა ღლონტი.

პროექტის მიზანია რეგიონთაშორის დონეზე საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განვითარება და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია მიგრაციის ინტერდისციპლინური მიდგომებით სწავლების მეთოდების დანერგვის მიმართულებით.
 
კონსორციუმის მთავარი მიზანია განავითაროს შესაბამისი უნარები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რათა უკეთ გაანალიზდეს მიგრაციული დინებების მზარდი ნაკადი, არაევროპული ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნებში და განახლებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იქნას შესწავლილი მიგრაციის მართვასთან დაკავშირებული სიტუაცია მიგრანტთა წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებში, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის პირობებში. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისათვის ტრენინგ მოდულების შემუშავებას ახალი ცოდნის გადასაცემად, მიგრაციის კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.

პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზაციის შესაძლებლობის შექმნა შესაბამის პარტნიორ უნივერსიტეტებში ევროპული, სომხური, ავღანური, აზერბაიჯანული და ქართული გამოცდლიებისა და რეალობების გათვალისწინებით.  


Print

« იხ. ყველა სიახლე