ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-11-15

საერთაშორისო კონფერენცია "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში"

15-17 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი) და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (საქართველო) აწყობს მესამე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
 
კონფერენციის სამუშაო თემებია:

 
თეზისების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი, 2017.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით: seltame@tsu.ge ან ესტუმრეთ ვებგვეერდს.
Print

« იხ. ყველა სიახლე