ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-06-16

დოქტორანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №95/01-01, 15.06.2016)
/ge/juridical/orders/bof8gm19WFb2FXdFj/?p=1

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით.  (ინფორმაცია სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).

2016-2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები (ბრძანება დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ N91/01-01, 08.06.2016 .) /ge/juridical/orders/zl9roQ0NMvQdNGj/?p=1

საბუთების მიღება - 27 ივნისი - 1 ივლისი და 29 აგვისტო - 5 სექტემბერი;
•გამოცდა უცხო ენაში - 8 სექტემბერი (9 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი (18 საათი);
•გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 10 სექტემბერი (9 საათი);
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 14 - 16 სექტემბერი;
•დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 17 სექტემბერი;
•ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან  - 19 - 20 სექტემბერი;
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო  პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის
დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 21 სექტემბერი;
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 22 სექტემბერი.

ინფორმაცია კონკურსანტთათვის!

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00  - 17:00 სთ.):
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
•მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად  დამოწმებული ასლი; 2016 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
• სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
• ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
• სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია: 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი -  მის.: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.№3, თსუ II კორპუსი,  ოთახი № 158, ტელ.: (+995 32) 2 290836

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №204; ტელ.: (+995 32) 2 22 11 01

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №302; ტელ.: (+995 32) 2 22 11 01 254.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ X კორპუსი, III სართული, ოთახი № 307, ტელ.: (+995 32) 2 30 41 74

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი
№ 117; ტელ.: (+995 32) 2 25 11 98

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N1 (კანცელარია). ტელ.: (+995 32)  2 91 31 25

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69.

Print

« იხ. ყველა სიახლე