2020-06-08

ესსეების კონკურსი თემაზე "ბიომრავალფეროვნება"

პროექტი „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე ბიომრავალფეროვნება, რომელიც მიზნად ისახავს, ახალგაზრდების თვალით დანახული, გარემოს დაცვის საკითხების და მდგრადი განვითარების მიზნების პოპულარიზაციას და მათი ჩართულობის გაზრდას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს.
ესსეების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 5 ივლისი, 18.00 საათი და უნდა შეადგენდეს 5-7 გვერდს.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 1 გამარჯვებული, რომელსაც გადაეცემა ფულადი პრიზი 500 ლარი.
ესსეების სათაურებია:
1. „ბიომრავალფეროვნების დაცვა, მის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და გამკლავება“ ან
2. „ბიომრავალფეროვნების ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობა და ამ სერვისების შენარჩუნება-გაძლიერება, ადამიანისა და მისი საჭიროებების სრულფასოვნად უზრუნველსაყოფად“
ესსე „ბიომრავალფეროვნების დაცვა, მის მიმართ არსებული საფრთხეების იდენტიფიცირება და გამკლავება“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ესსეში უნდა აღიწეროს ბიომრავალფეროვნების რომელიმე კომპონენტისთვის/კომპონენტებისთვის (მაგალითად მცენარის ან ცხოველის რომელიმე სახეობა, პოპულაცია; ჰაბიტატები; ეკოსისტემა) შექმნილი საფრთხე; აღნიშნულის შედეგად არსებული ვითარება/სიტუაცია; ვითარების გამოსწორებისათვის განსახორციელებელი/განხორციელებული, ან ბუნებრივად მომხდარი ქმედებები/პროცესები; მიღებული/დამდგარი პოზიტიური ან ნეგატიური შედეგი და ამ შედეგის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებით.
ესსე „ბიომრავალფეროვნების ეკოსისტემური სერვისების მნიშვნელობა და ამ სერვისების შენარჩუნება-გაძლიერება, ადამიანისა და მისი საჭიროებების სრულფასოვნად უზრუნველსაყოფად“ უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ესსეში უნდა აღიწეროს რომელიმე ეკოსისტემური სერვისის/სერვისების მოშლის, ან პირიქით, გაძლიერების შედეგად ადამიანისა და მისი საქმიანობისათვის, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის ან/და სიღარიბის დაძლევისათვის და ა.შ. დამდგარი შედეგი; ამ შედეგის განმაპირობებელი ქმედებები,
2.პროცესები; რა უნდა გაკეთებულიყო და/ან არ გაკეთებულიყო ოპტიმალური დადებითი შედეგის მისაღწევად.
თემა მოიცავს შემდეგ კონტექსტს:
მოკლე ინფორმაცია ბიომრავალფეროვნებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ: ბიომრავალფეროვნება - „ყველა სახის ცოცხალი ორგანიზმების მრავალფეროვნება, მათ შორის, ხმელეთის, ზღვისა და სხვა სახის წყლის ეკოსისტემებისა და ეკოლოგიური კომპლექსებისა, რომელთა ნაწილს თვითონვე წარმოადგენენ” (კონვენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ).
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა: ბიომრავალფეროვნება ადამიანებისა და ზოგადად სიცოცხლისათვის აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფის გარანტია.
დღეს მსოფლიოში მრავალი გარემოსდაცვითი გამოწვევა თუ პრობლემაა გადასაჭრელი, რომლებიც ხშირად გლობალური მასშტაბისაა და ერთობლივ ძალისხმევას თუ პასუხისმგებლობის აღებას საჭიროებს. ამ კუთხით ფრიად საყურადღებოა ბიომრავალფეროვნებასთან და მის კარგვასთან დაკავშირებული პროცესები, მათ შორის, კლიმატის ცვლილების, გაუდაბნოების, თუ სხვა უარყოფითი ტენდენციების გათვალისწინებით, რომ არაფერი ითქვას ეკონომიკურ განვითარებაზე. ეს პროცესები მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და, საბოლოოდ, ეკოსისტემის ჯანსაღ და სრულფასოვანი ფუნქციონირების სერიოზულ ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება. შედეგად, ხელი ეშლება ეკოსისტემური სერვისების გამართულ და შეუფერხებელ მიწოდებას. აღნიშნული უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანთა საერთო კეთილდღეობაზე და მდგრად განვითარებაზე, რაც ეკოლოგიურ, ეკონომიკურ და სოციალურ ფაქტორებს შორის დაბალანსებულ კავშირს გულისხმობს.
ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა განუზომლად დიდია ჩვენი არსებობისა და ზოგადად სიცოცხლისათვის. გარდა იმისა, რომ ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტები, როგორიცაა ცხოველები, მცენარეები, სოკოები ბუნებრივი რესურსის სახით ჩვენთვის საკვებ წყაროს წარმოადგენენ, ბიომრავალფეროვნების კომპონენტები უზრუნველყოფენ, ასევე ამავე მიზნით გამოსაყენებლად შინაური ცხოველების არსებობას, მაგალითად საძოვრები. აქვე უნდა აღინიშნოს ბიომრავალფეროვნების სამკურნალო მიზნებით გამოყენების უდიდესი სარგებლის შესახებ, მაგალითად, სამკურნალო მცენარეები და მათგან დამზადებული ფარმაცევტული პროდუქცია. ბიომრავალფეროვნების კომპონენტები, ასევე, უზრუნველყოფენ წყლის ბიოლოგიურ გაწმენდას.
3.გარდა ამისა, ბიომრავალფეროვნების არსებობის შედეგად ბუნებრივად ხდება ისეთი პროცესების რეგულირება-მოწესრიგება, როგორიცაა: ეროზიული პროცესები, ზვავები, კლიმატის ცვლილება, წყლისა და ჰაერის გაწმენდა, ჰიდროლოგიური რეჟიმის რეგულირება, ნარჩენების დაშლა და სხვა.
ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების როლი, როგორც ადამიანთა არსებობისთვის საჭირო დარგების განვითარების წყაროსი, როგორებიცაა მაგალითად: რესურსი წარმოებისთვის, კულტურული თუ რეკრეაციული დასვენებისთვის, გართობისთვის და ა.შ.
ბიომრავალფეროვნების ეკოსისტემური სერვისები, ანუ სარგებელი რასაც ისინი გვაძლევენ შემდეგნაირად შეიძლება დაჯგუფდეს:
- მხარდამჭერი (ნიადაგის წარმოქმნა, ფოტოსინთეზი, საკვებ ნივთიერებათა ბრუნვა და სხვა)
- მარეგულირებელი (კლიმატის რეგულირება, ჰაერისა და წყლის გაწმენდა, ეროზიისა და ბუნებრივი საფრთხეებისაგან დაცვა, დამტვერვა და სხვა)
- მომმარაგებითი (ხე-ტყის მასალა, მარცვლეული კულტურები, შინაური პირუტყვი, ზღვის პროდუქტები, სასმელი წყალი, ენერგიის აბიოტური წყაროები და სხვა)
- კულტურული (რეკრეაციული, ფიზიკური თუ ფსიქიური ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ტურიზმი, ესთეტიური ტკბობა და სხვა).
ბიომრავალფეროვნებისათვის იდენტიფიცირებული ძირითადი საფრთხეები შემდეგია:
- ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება, ფრაგმენტაცია, დეგრადაცია;
- ჭარბი გამოყნება/მოპოვება;
- ინვაზიური სახეობების გავრცელება;
- გარემოს დაბინძურება;
- კლიმატის ცვლილება და სხვა;
ესეები გადმოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე: orchisge@yahoo.com და მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ასევე იმ უმაღლესი სასწავლებლის დასახელება სადაც სწავლობთ.
წარმატებებს გისურვებთ!
პროექტს - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი: საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი”, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე და საქართველოს მწვანეთა
4.მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო, შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით.
საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“
ტაშკენტის ქ.10ა, 0160, თბილისი , საქართველო ტელ: (+995 32) 2385199; მობ.: (+ 995 595) 335699
ელ. ფოსტა: orchisge@yahoo.com
ვებგვერდი: http://www.orkisi.ge
Facebook: Gsne Orchis

Print

« იხ. ყველა სიახლე