2013-11-15
კონკურსი "ქართული კალიგრაფია"
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს "ქართული კალიგრაფია". კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის - ქართული დამწერლობის და ქართული კალიგრაფიის - პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.კონკურსი ტარდება შემდეგ ჯგუფებში:
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების VII – IX კლასის მოსწავლეები;
- საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასის მოსწავლეები;
- უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები;
- სხვა ზრდასრული დაინტერესებული პირები;
- საზღვარგარეთ მცხოვრები დაინტერესებული პირები.
კონკურსის პირობები
« იხ. ყველა სიახლე