უნივერსიტეტი Paris-Saclay, რომელიც 14 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აერთიანებს და სასწავლო პროგრამების, კვლევებისა და ინოვაციების ძირითადი ცენტრია ევროპაში, (3 უნივერსიტეტი, 4 უმაღლესი სკოლა ,,grandes écoles" და 7 კვლევითი ცენტრი) 2019-2020 აკადემიური წლისათვის 120 სტიპენდიას სთავაზობს მაღალი აკადემიური მოსწრების საერთაშორისო სტუდენტებს, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან.
სასწავლო სტიპენდიები აკადემიური წარმატების მიხედვით გაიცემა და წლიური დაფინანასება 10 000€ შეადგენს (დამატებით ტრანსპორტის ხარჯები). სტიპენდია 1 ან 2 აკადემიური წლის დაფინანსებას მოიცავს იმის მიხედვით, თუ რომელ სასწავლო წელზე ჩაირიცხება კანდიდატი.
ლაურეატები პერსონალიზირებული მხარდაჭერით ისარგებლებენ როგორც გამგზავრებამდე, აგრეთვე სწავლის პერიოდის განმავლობაში.
როგორ გავაკეთო განაცხადი?
დაინტერესებულმა სტუდენტებმა
ონლაინ განაცხადი უნდა გააკეთონ უნივერსიტეტ Paris-Saclay-ს რომელიმე სამაგისტრო პროგრამაზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ყველა მიმართულებაზე, როგორც ინგლისურენოვან, ასევე ნაწილობრივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე.
სასტიპენდიო პროგრამაზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდება პროგრამის ხელმძღვანელი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა :
2019 წლის 13 მაისი
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ :
1
2
3