თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს დამატებით კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად
იენის უნივერსიტეტში (გერმანია)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში იენის უნივერისტეტში ერაზმუს+ის პროგრამის ფარგლებში ერთი სემესტრის ხანგრძლივობით მყოფ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის
ბაკალავრიატისა და
მაგისტრატურის სტუდენტებს.
სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)
დაინტერესებულმა პირებმა
ა/წ 11 ოქტომბრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე:
erasmusplus@tsu.ge
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
CV-ს ევროპული ფორმატი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (გერმანულ/ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ იენის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით)
დანართი 1
წერილობითი დასტური, რომ საჭიროების შემთხვევაში, არასაკმარისი კრედიტების დაგროვების გამო, თანახმა ხართ დაიმატოთ სემესტრ(ებ)ი თსუ-ში დაბრუნების შემდეგ
სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2016/2017 წლის გაზაფხულის სემესტრი)
სტიპენდია მოიცავს:
ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით
შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!