ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-08-19

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელ კურსზე აბიტურიენტთა მიღებას აცხადებს.
აბიტურიენტები სრულფასოვნად მოემზადებიან ახალი საგამოცდო სისტემით გათვალიწინებული პროგრამის მიხედვით:
3 სავალდებულო საგანი: 
ქართული ენა და ლიტერატურა
უცხო ენა
მათემატიკა ან ისტორია (მომავალი სპეციალობის მიხედვით)
მე-4 არჩევითი საგანი:
ნებისმიერ საგანში, რომელსაც უნივერსიტეტები დაამატებენ.

რეგისტრაციის ვადები:
19 აგვისტო - 27 სექტემბერი (სამუშაო საათები10:00- 18:00 სთ)

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები:
• აბიტურიენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი;
• მშობლის/მეურვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.


მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა:
2019 წლის 1 ოქტომბერი -2020 წლის 1 ივლისი;
ერთი საგანი კვირაში 2-ჯერ, 2 საათი;
ჯგუფები დაკომპლექტებულია 6-7 აბიტურიენტისგან;
აბიტურიენტთა შეფასებები ყოველთვიური ინდივიდუალური ელექტრონული ჟურნალის მიხედვით (ფასდება დასწრება, დავალება, აქტივობა) ხდება;
2 თვეში ერთხელ ტესტირება დამატებით მაისი-ივნისი პროგრამის გადამეორება და საგამოცდო ფორმატის ტესტებზე მუშაობა.

აბიტურიენტები მოსამზადებელ კურსზე პრეტესტის საფუძველზე შესაბამისი დონის ჯგუფებში ჩაირიცხებიან:
19 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულთა პრეტესტი: 9-12 სექტემბერი . (12:00-დან 17:00-მდე თარიღის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად, რეგისტრაციისას)
9 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულთა პრეტესტი : 23-26 სექტემბერი (12:00-დან 17:00-მდე თარიღის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად, რეგისტრაციისას)
23 სექტემბრიდან 27 სექტემბრის ჩათვლით დარეგისტრირებულთა პრეტესტი 30 სექტემბერი 12:00 სთ

სწავლის ღირებულება: 
ერთი საგანი - სრული კურსი (1 ოქტომბერი-1ივლისი) 850 ლარი;
შეღავათები: 3 საგნის არჩევის შემთხვევაში 1 საგნის სრული კურსის ღირებულება 700 ლარი;
აბიტურიენტები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.

კონტაქტი: 555-65-41-40; 597-222-616
abiturienti@tsu.ge
fb.com/ თსუ აბიტურიენტთა მომზადება / TSU training courses for Entrants

რეგისტრაციისა და პრეტესტის ადგილი: 
ი. ჭავჭავაძის N1, თსუ I კორპუსი, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი, მეორე სართული.

Print

« იხ. ყველა სიახლე