2009-12-11

მაასტრიხტის უნივერსიტეტის დელეგაცია -თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დელეგაცია: ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლუის ბუნი, ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენელი ტომ ვან ვიინი და  მანუელა ჰაინსი (პრობლემებზე დაფუძვნებული სწავლება) ტრენერი.
ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი ხუბუასთან შეხვედრისას ხელი მოეწერა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, იგეგმება მაასტრიხტის უნივერსიტეტის კოლეჯის გახსნა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უცხოელი სტუმრები თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდნენ. ვიზიტის მიზანია თსუ–სა და მაასრტიხტის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სფეროებისა და გეგმების განხილვა.
11 დეკემბერს 16:00 საათზე დაგეგმილია შეხვედრა თსუ–ის სოცილურ მეცნიერებათა ცენტრში. მაასტრიხტის უნივერსიტეტის დელეგაცია საქართველოს 12 დეკემბერს დატოვებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე