სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების (აკადემიური საბჭოს დადგენილება
#128/2013 18.11.2013) და აკადემიური საბჭოს
2014 წლის 14 ივლისის #70/2014 დადგენილებით განსაზღვრული თსუ-ის პოსტდოქტორანტურაში კონკურსის წესით საბუთების მიღება და საპროექტო განაცხადების ექსპერტიზა დასრულდა.
საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღებისათვის განსაზღვრულ 6 ვაკანტურ ადგილზე მიღებული 8 განაცხადიდან გამსვლელი ბარიერი (90 ქულა) გადალახა 5-მა კონკურსანტმა.
წარმოგიდგენთ რანჟირებულ სიას:
1.
მაია სვანაძე - 100 ქულა (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
2.
ნატო ფიცხელაური - 99 ქულა (მედიცინის ფაკულტეტი);
3.
ნათია ფიფია - 96.5 ქულა (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
4.
გიორგი რუსიაშვილი - 95 ქულა (იურიდიული ფაკულტეტი);
5.
თამარ კბილაძე - 93.5 ქულა (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);