თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2015/2016 წლის შემოდგომის სემესტრისათვის ზაარლანდის უნივერსიტეტში სამთვიანი სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ს ყველა ფაკულტეტის ბაკალავრიატის III, IV, V, VI, VII, სემესტრისა და მაგისტრატურის III სემესტრის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა სააპლიკაციო დოკუმენტების მიღება მოხდება ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე:
dfronline_de@tsu.ge
კონკურსზე საბუთების ელექტრონულად მიღების საბოლო ვადაა:
2015 წლის 19 აგვისტო, 23:00 საათი
დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც PDF-ის ფორმატში უნდა გადმოიგზავნოს ელფოსტის საშუალებით:
სავალდებულო დოკუმენტების ჩამონათვალი:
CV - გერმანულ ენაზე
მოტივაციის წერილი - გერმანულ ენაზე
გერმანული ენის ცოდნის (B2 დონე) დამადასტურებელი დოკუმენტი.
რეკომენდაციის წერილი - ქართულ და გერმანულ ენაზე (რეკომენდატორის ხელმოწერით და ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე
ბაკალავრიატში ან მაგისტრატურაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა ფაკულტეტის დეკანატიდან - ქართულ ენაზე
დიპლომის და დიპლომის დანართის ასლი
პასპორტის ასლი
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ირინა გამყრელიძეს,
irina.gamkrelidze@tsu.ge