ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-09-25

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტში, იტალია. http://www.unive.it/nqcontent.cfm?a_id=1

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის პირველი და მეორე, დოქტორანტურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შემდეგი სასწავლო მიმართულებებიდან:

ბაკალავრიატი: არქეოლოგია, ისტორია, თეოლოგია, ფილოსოფია, შორეული აღმოსავლეთის რეგიონმცოდნეობა; ინგლისური ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია;
მაგისტრატურა: არქეოლოგია, ახალი და უახლესი ისტორია, ფილოსოფია, ანგლისტიკა, რომანული ფილოლოგია (იტალიური ფილოლოგიის მოდული);
დოქტორანტურა: არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნებათმცოდნეობა;
აკადემიური პერსონალი: არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, თეოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ინგლისური ან  იტალიური ენების B2 დონეზე ცოდნა!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

სტუდენტები:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ენის სერთიფიკატი (არქონის შემთხვევაში ინგლისური ენის ლექტორის მიერ გაცემული ცნობა, რომ B2 დონეზე ფლობთ ინგლისურ ან იტალიურ ენას; შესაძლებელია, ასევე, თვითშეფასების ფორმის მომზადება, რომელსაც ხელმოწერით/ბეჭდით დაამოწმებს ენის ლექტორი)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ კა’ფოსკარის უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი, რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი1

აკადემიური პერსონალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სამსახურიდან (გაცემული პერსონალის მართვის დეპარტამენტის მიერ ინგლისურ ენაზე)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული)
წინასწარი მიღების წერილი კა’ფოსკარის უნივერსიტეტიდან
შევსებული და ხელმოწერით/ბეჭდით დამოწმებული სამუშაო გეგმა; დანართი 2

შესარჩევი პროცესი:

დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი)
მასპინძელი უნივერსიტეტის შეფასება (ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტი)

სტიპენდია მოიცავს:
სტუდენტები: 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო)
აკადემიური პერსონალი: 140 ევრო დღიურად მობილობის მე-14 დღემდე, 70% 15 დღიდან 30-ე დღემდე; მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ლიმიტი 360 ევრო)

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
სტუდენტები: 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (თებერვალი-ივლისი), 6 თვე
აკადემიური პერსონალი: 2015/2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (თებერვალი), 1 თვე

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!!!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ა/წ 29 სექტემბრის 18 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: erasmusplus@tsu.ge

დეტალური ინფორმაცია ინგლისურ ენაზე



Print

« იხ. ყველა სიახლე