12 დეკემბერს, 10:00-დან 16:00 საათამდე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში დასაქმების ფორუმი გაიმართება. ვიწვევთ ყველა ფაკულტეტის და სასწავლო საფეხურის სტუდენტებს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) და კურსდამთავრებულებს.
40-ზე მეტი დამსაქმებელი, მათ შორის კერძო და საჯარო სფეროს წარმომადგენელი კომპანიები და ორგანიზაციები, გააცნობენ სტუდენტებს სტაჟირების, დასაქმებისა და კარიერული განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობებს.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ
თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ფეისბუქის გვერდს სადაც განთავსებულია მონაწილე დამსაქმებელთა სრული ჩამონათვალი და სხვა პრაქტიკული ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით.