CALENDAR

Volkswagen ფონდი (Volkswagen Stiftung) წარმოადგენს კერძო საქველმოქმედო არაკომერციულ ორგანიზაციას. ფონდის საქმიანობის სფეროებად გვევლინება სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების ჩატარების ხელშეწყობა და უმაღლესი სკოლებისათვის დახმარების აღმოჩენა.
ძირითადი პროგრამები, რომლებიც ვრცელდება ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებზე:
1. თანამშრომლობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მეცნიერებთან საბუნებისმეტყველო და საინჟინრო დარგებში. (ერთობლივი კვლევები და საზაფხულო სკოლები)
( Cooperation with Natural and Engineering Scientists in Central and Eastern Europe /Joint Research Projects and Summer Schools)

  • გერმანელ მეცნიერებთან ერთად სამეცნიერო კვლევების ერთობლივი პროექტების განხორციელება;
  • საზაფხულო სკოლების მოწყობა(საზაფხულო კურსები) ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ცოდნის ინტენსიურად გადაცემის მიზნით.

მხარდაჭერის სფეროები: კვლევები ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (თეორიული მედიცინის ჩათვლით), ორი წლის ხანგრძლივობით. ჯგუფური ღონისძიებების (მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული არ არის) დაფინანსება (საზაფხულო სკოლები, საზაფხულო კურსები _ მონაწილეთა შეზღუდული რაოდენობით).

2. საერთო გზები ევროპაში _ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის საფუძველი და მაგალითი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში ( Common Roads to Europe - Foundations and Examples of Cooperation with Central and Eastern Europe in the Humanities and Social Sciences)

პროგრამა მიმართულია ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სფეროში კვლევების ჩატარების პირობების გაუმჯობესებისაკენ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ჩათვლით) უმაღლეს სკოლებში.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.volkswagen-stiftung.de/