CALENDAR

ევროსაბჭოს პროგრამა Copernicus-2 წარმოადგენს პროგრამის: ,,ევროპელი მეცნიერების საერთაშორისო როლის დადასტურება” - ნაწილს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ს ქვეყნები (ალბანეთი, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მოლდავეთი, მონღოლეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, თურქმნეთი, უკრაინა, უზბეკეთი და ხორვატია).
პროგრამის მიზანია - ამ ქვეყნების პლურალისტური, სამეცნიერო და ტექნოლოგიური სისტემების განვითარებაზე მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერა; აგრეთვე, მათი სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება ძირითადი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადასაწყვეტად.

მუშაობა გამიზნულია:

  • ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის საშუალებით რეგიონალური პრობლემების გადაწყვეტისათვის. ეს პრობლემები უკავშირდება გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვას, გარდამავალი პერიოდისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრუქტურულ საკითხებს, ბუნებრივი რესურსების უწყვეტად გამოყენებას.
  • სამეცნიერო და ტექნიკური პოტენციალის კონსოლიდაციისთვის იმ სფეროებში, რომლებშიც მონაწილე ქვეყნებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს და თანამშრომლობისათვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ფლობენ.

დსთ-ს ქვეყნებისათვის ეს მიზანი მიიღწევა ძირითადად ჩარჩოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული საერთაშორისო არაკომერციული ასოციაციის პროგრამებში მონაწილეობის გზით.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.csrs.ru/