კვლევებისა და გაცვლის საერთაშორისო საბჭო (IREX) წარმოადგენს აშშ-ს
წამყვან არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი
განათლების პროგრამებისა და ინტერნეტის ქსელის განვითარებას; დაკავებულია
მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებების ხელშეწყობისა და
სამოქალაქო სამართლის საკითხებით როგორც აშშ-ში, ასევე, ევროპაში, ყოფილი
საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.
IREX - ის მიზნები და ამოცანებია:
- გარდამავალ ეტაპზე მყოფ ქვეყნებში დემოკრატიისათვის ყოვლისმომცველი მხარდაჭერა.
-
სასწავლო, აკადემიურ, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მასმედიაში
მდგომარეობის გამყარება და საერთაშორისო დონეზე მათი აქტიური მოღვაწეობის
ხელშეწყობა.
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროში პერსპექტიული სამეცნიერო კვლევების ჩატარებისათვის დახმარების აღმოჩენა.
-
ახალი თაობის ლიდერების გამოვლენა; მათი მომზადება და სწავლება იმ
პროგრამის მიხედვით, რომელიც შემუშავებულია IREX - ის მიერ უმაღლეს
სასწავლო დაწესებულებებთან, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან,
სხვადასხვა ფონდებსა და კორპორაციებთან ერთად.
მნიშვნელოვანია სტუდენტთა გაცვლის პროგრამა, რომელიც ხორციელდება თავისუფლებისათვის მხარდაჭერის აქტის საზღვრებში (FSAU);