ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირი დაფუძნებულია ბულგარეთში სხვადასხვა
ქვეყნების სწავლული ეკონომისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და ბანკირების
მიერ 1991 წელს, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი
გაერთიანება.
კავშირის ძირითადი მიზნებია:
- მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მხარდაჭერა.
- იდეების, გამოცდილებისა და ცოდნის ყოველმხრივი გაზიარებისათვის ხელშეწყობა.
- სხვადასხვა
რეგიონებსა და სახელმწიფოებში, ოფშორულ და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში
საფინანსო, სამეწარმეო და სხვა სტრუქტურების შექმნაში აქტიური მონაწილეობა
ახალი პროდუქტების წარმოების, საქონლის, მომსახურების და ახალი სამუშაო
ადგილების შექმნის მიზნით.…
- მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და კადრების მომზადებაში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.
- კავშირის
წევრების პროფესიონალური, შემოქმედებითი და სოციალური ინტერესების დაცვა
და მათთვის იურიდიული, მეთოდური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა
საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებისას.