CALENDAR

ჯონ დ. და კეტრინ ტ. მაკარტურების ფონდი კერძო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც კონცენტრირებულია შემდეგი 8 პროგრამის განხორციელებაზე:

  1. საქალაქო საზოგადოების განვითარება (ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ხასიათის პროექტები).
  2. განათლების განვითარება (განათლების სისტემის სრულყოფა ნაციონალური მასშტაბით);
  3. პროგრამა ჯანდაცვის სფეროში (ფსიქიური ჯანმრთელობის დაცვა და ბრძოლა პარაზიტორულ დაავადებებთან);
  4. სტიპენდიების გაცემა განსაკუთრებული შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებისთვის.
  5. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობა (სოციალური, საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები);
  6. მოსახლეობის ზრდა, განვითარება (კვლევები და სოციალური პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია მოსახლეობის ზრდასთან)
  7. გარემო და რესურსები (გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე ორიენტირებული პროექტები;).
  8. ზოგადი ხასიათის პროგრამა (პროექტები მასმედიის სფეროში, აგრეთვე, საყურადღებო პროექტები, რომლებიც არ ხვდება ფონდის საქმიანობის სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებში ან ხვდება ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაში);

1992 წელს მაკარტურების ფონდმა დააფუძნა გრანტების გაცემის ახალი პროგრამა ყოფილი საბჭოთა კავშირის დამოუკიდებელი სახელმწიფოების _ სასომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მოლდოვეთის, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ესტონეთის მოქალაქეებზე.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.macfdn.org , http://www.macfound.org/