OIA წარმოადგენს კვლევების ეროვნული კავშირის, მეცნიერებათა ეროვნული
აკადემიის და სამედიცინო ინსტიტუტების საერთაშორისო ინტერესებს.
OIA
მონაწილეობს საერთაშორისო ერთობლივ აქციებსა და კოლეგა-ორგანიზაციების
ერთობლივ პროექტებში; შეისწავლის საერთაშორისო პრობლემებს, მართავს
საერთაშორისო გაცვლის პროგრამებს და ატარებს ნაციონალურ და საერთაშორისო
შეხვედრებს, რომლებიც მიმართულია მეცნიერებასა და პრაქტიკაში საერთაშორისო
თანამშრომლობისკენ.
საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიის მიერ დაფინანსებული სფეროები:
არქეოლოგია და ანთროპოლოგია; ასტრონომია; ბიოქიმია, ბიოფიზიკა და
გენეტიკა; ბიოლოგიური მეცნიერებები; ქიმია; კომპიუტერული მეცნიერებები;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ეკონომიკა; გარემოს შემსწავლელი
მეცნიერებები; გეოგრაფია; მეცნიერების ისტორია და ფილოსოფია; ლინგვისტიკა;
მათემატიკა; ფიზიკა; პოლიტიკური მეცნიერებები; არაკლინიკური ფიზიოლოგია;
სოციოლოგია.
პროგრამაში მონაწილეობენ შემდეგი ქვეყნები:
ბოსნია, ბულგარეთი, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, საქართველო, სომხეთი,
აზერბაიჯანი, ვენგრია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია,
პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი,
უკრაინა და უზბეკეთი.