CALENDAR

პროგრამა ტასისი წარმოადგენს ევროკავშირის ინიციატივას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების, კავკასიისა და მცირე აზიისათვის, რომელიც ხელს უწყობს ჰარმონიული და წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარებას ევროკავშირსა და ამ პარტნიორ ქვეყნებს შორის. პროგრამის მიზანია, პარტნიორი ქვეყნების ინიციატივების მხარდაჭერა საზოგადოების განვითარების მიმართულებით, რომელიც ეფუძნება პოლიტიკურ თავისუფლებასა და ეკონომიკურ აყვავებას.

ამ მიზანს ტასისი ახორციელებს დემოკრატიულ საზოგადოებასა და საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში ხელშემწყობი ნოუ-ჰაუს უანგარო დაფინანსების გზით.

ევროკავშირმა ტასისი-ს პროგრამების ახალი ეტაპი დაიწყო ბიუჯეტით, რომელიც 2000-2006 წლებში შეადგენდა დაახლოებით 3,138 მილიონ ევროს და მოიცავდა რუსეთის ფედერაციას, საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, ყაზახეთს, ყირგიზეთს, მოლდავეთს, მონღოლეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთს, უკრაინას და უზბეკეთს.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: http://ec.europa.eu/