სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (
www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (
ბრძ:№118/01-01,20.07.2015):
მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები:
- დოკუმენტაციის მიღება – 25 აგვისტო - 1 სექტემბერი;
- უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 2 - 4 სექტემბერი;
- სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება – 7 - 8 სექტემბერი;
- ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 10 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები:
- დოქტორანტურაში უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) - 2 სექტემბერი (10 საათი);
- საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „საერთაშორისო სამართალში“ უცხო ენის გამოცდა (ინგლისური ენა) - 2 სექტემბერი (10 საათი);
- შედეგების გამოცხადება - 2 სექტემბერი (18 საათი);
- აპელაციაზე განცხადების მიღება - 3 სექტემბერი;
- აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 4 სექტემბერი (11 საათი);
- დოქტორანტურაში გასაუბრება სპეციალობაში - 4 სექტემბერი (14 საათი)
ვაკანტური ადგილები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 –2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება -
N116/01-01, 17.07.2015
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ფიზიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმომსვლელებისათვის ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.
ი) სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებზე გადმომსვლეთათვის სტუდენტის სასწავლო ბარათი GPA-ის მითითებით;
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი: ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული ქულის შესახებ/ინგლისური ენის ცოდნის B2 დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL, IELTS).
კ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ლ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
მ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ნ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კრედიტების აღიარება
მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ -
№74/2012 დადგენილების შესაბამისად.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება – 2015 წლის 7 - 8 სექტემბერს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 30 40 70.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №203ა; ტელ.: (+995 32) 2 25 17 36
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 41 81; (+995 32) 2 30 36 71
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74))
იურიდიული ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, ოთახი №127;
ტელ.: (+995 32) 2 29 08 19
მედიცინის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11. თსუ III კორპუსი, II სართული, ოთახი №107; ტელეფონი: (+995 32) 2 22 44 69.