2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (
ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №86/01-01, 10.06.2014).
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირებს
(
მიღების წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით).
2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(
ბრძ. №85/01-01, 09.06.2014):
ა) საბუთების მიღება – 16 - 27 ივნისი და 1 - 5 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 9 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 11 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 15 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 16 - 17 სექტემბერი;
ზ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 18 სექტემბერი
თ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 19 - 23 სექტემბერი;
ი) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (
დოკუმენტების მიღება 10.00 - 17.00 სთ.):
ა)
განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ე) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ვ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) ფოტოსურათი (3X4) ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საკონტაქტო ინფორმაცია დოქტორანტებისათვის:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი № 303; ტელეფონი: (+995 32) 2 30 40 70
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01-226
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 14. თსუ IV კორპუსი, II სართული, ოთახი №209; ტელეფონი: (+995 32) 2 25 02 61
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი).
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი
№ 117; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 19. (+995 32) 2 29 08 41.
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელეფონი: (+995 32) 2 91 31 25ю