2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით (ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) – 31 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) - 7 სექტემბერი (9 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 9 - 11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 9 სექტემბერი (9 საათი);
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 10-12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 14 - 16 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21 - 23 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.
თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა :
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2015 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელეფონი: (+995 32) 2 30 40 70, ი. ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი №158; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 36
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01-226
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №207; ტელეფონი: (+995 32) 2 25 17 35
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი N101 (რესურსცენტრი 1), (+995 32) 2 30 01 34, 2 30 36 71
ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N5, (+995 32) 2 30 47 22.
ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქ.№16. (+995 32) 2 50 71 77.
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი №117; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 41.
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელეფონი: (+995 32) 2 91 31 25.
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11.
თსუ III კორპუსი, II სართული, ოთახი №107; ტელეფონი: (+995 32) 2 22 44 69.