2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე (
ბრძანება ვაკანტური ადგილების შესახებ №84/01-01,03.06.2015)
კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები
თსუ-ს დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ მაგისტრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს. მიღების
წინაპირობები გათვალისწინებულია სადოქტორო პროგრამით. (ინფორმაცია
სადოქტორო პროგრამების თაობაზე იხილეთ შესაბამისი ფაკულტეტის ვებგვერდზე).
2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დოქტორანტურაში მიღების ვადები
(
№80/01-01, 03.06.2015).
ა) საბუთების მიღება - 29 ივნისი - 3 ივლისი და 31 აგვისტო - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 7 სექტემბერი (14 საათი);
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 10 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 11 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო
პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის
გამოცდის ჩაბარება) – 11 სექტემბერი (9 საათი);
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 17 - 18 სექტემბერი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21 - 23 სექტემბერი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის
დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 24
სექტემბერი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 28 სექტემბერი.
მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10.00 - 17.00 სთ.):
ა)
განცხადება თსუ რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის
დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს
კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო
სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2015 წლის მაგისტრატურის
კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი
საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი
დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
ლ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი,
ი.ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ II კორპუსი, ოთახი № 158; ტელეფონი: (+995 32)
2 29 08 36
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №
1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01-226
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი.
ჭავჭავაძის გამზ. № 14. თსუ IV კორპუსი, III სართული, ოთახი №302;
ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01 254.
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.
№13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი). თსუ X კორპუსი, III სართული,
ოთახი № 307, ტელეფონი (+995 32) 2 30 41 74
ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.
№2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N5, (+995 32) 2 30 47
22.
იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი
№ 117; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 19. (+995 32) 2 29 08 41.
მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის
სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია).
ტელეფონი: (+995 32) 2 91 31 25
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11,
თსუ III კორპუსი, II სართული, ოთახი №205; ტელეფონი: (+995 32) 2 22 44 69.