2014-09-05

თსუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა საყურადღებოდ!

6 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
  • ,,კინო-ტელე რეჟისორი’’ (მე-4, მე-5 საფეხური),
  • ,,ტანსაცმლის დიზაინი’’ (მე-4 საფეხური),
  • ,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი“ (მე-4 , მე-5 საფეხური )
  • ,,ტურიზმის მენეჯმენტი“ (მე-4, მე-5 საფეხური),
  • ,,კბილის სატექნიკო საქმე’’ (მე-4 საფეხური)
  • , ,მასაჟისტი’’ (მე-3 საფეხური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველად საფეხურზე რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა წინა საფეხურის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი/ცნობა).

,,სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტის’’ (მე-4 , მე-5 საფეხური), ,,ტურიზმის მენეჯმენტის“ (მე-4, მე-5 საფეხური) და ,,კბილის სატექნიკო საქმის“ (მე-4 საფეხური) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ასევე ხორციელდება ქუთაისის სასწავლო ცენტრში.

რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ თბილისის საინფორმაციო ცენტრს (მის: თბილისი კოსტავას ქ. №77), სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებს, სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, I კორპუსი , 111 ოთახი) და ქუთაისის სასწავლო ცენტრს (მის: ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-2 შესახვევი №8)

ინფორმაციისთვის დარეკეთ : 2 25 04 84; 2 25 39 71

Print

« იხ. ყველა სიახლე