2014-01-31

2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შიდა მობილობა

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების მქონე პირი

• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ-ს სტუდენტს.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს იმ შემთხვევაშიც, როცა მას შიდა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის მომენტისათვის შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.
• სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო სტუდენტის მიმართ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემამდე, მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ პროგრამაზე, რომელზეც ხსენებული კურსი სავალდებულო სასწავლო დისციპლინას არ წარმოადგენს ან არ წარმოადგენდა.

შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვა


• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი სემესტრის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაში პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი.
• სტატუსშეწყვეტილ სტუდენტს შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სამჯერ ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში კრედიტის ვერმიღების გამო.
• შიდა მობილობაში მონაწილეობის უფლება ეზღუდება სტუდენტს, რომელმაც სწავლების ძირითად ვადებში ვერ შეძლო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება.


შიდა მობილობის ვადები(ბრძანება 05/01-01, 16.01.14)

1. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ შიდა მობილობის წესით ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ვაკანტური ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
2. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 17 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით.
3. შიდა მობილობის შედეგების ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნება - 2014 წლის 21 თებერვალი.
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 2014 წლის 24 – 26 თებერვალი.
5. საგანმანათლებლო ერთეულის/პროგრამის შეცვლის მსურველთა მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - 2014 წლის 27 - 28 თებერვალი.
6. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების გამოცემის ვადა განისაზღვროს 2014 წლის 4 მარტი.

მობილობის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის პროცედურა

http://sms.tsu.ge/StudMobiloba/

• შიდა მობილობის მსურველის სტატუსს სტუდენტი მოიპოვებს ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით.
• სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არა უმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამისა. რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას იგი ვალდებულია განსაზღვროს მათი პრიორიტეტულობა.


საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა


• საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგები (საკონკურსო ქულა) აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
• შიდა მობილობის უფლება მაგისტრანტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი. ეს წესი არ ვრცელდება იმ მაგისტრანტებზე, რომლებსაც არ ჩაუბარებიათ საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
• ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები, შიდა მობილობით საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის უფლებას მოიპოვებენ ვაკანტური ადგილების რაოდენობის გადაჭარბებით.
• შიდა მობილობის მსურველი მოიპოვებს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას მის მიერ ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

• სტუდენტი, რომელმაც მოიპოვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლება, უფლებამოსილია მიმართოს საგანმანათლებლო ერთეულს შეთანხმების (სტუდენტთან დადებულ მოქმედ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა) გაფორმების თაობაზე.
• შიდა მობილობის მსურველი, რომელიც რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში არ მიმართავს საგანმანათლებლო ერთეულს და არ გააფორმებს შეთანხმებას, კარგავს აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის უფლებას.

საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა

საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობა ხორციელდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს "ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ" №74/2012 დადგენილების შესაბამისად.


ადმინისტრაციული რეგისტრაცია

მიუხედავად შიდა მობილობის კონკურსში მონაწილეობის მიღებისა, სტუდენტმა 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ადმინისტრაციული რეგისტრაცია უნდა გაიაროს რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში:

• ბაკალავრიატი - 3 - 24 თებერვალი;
• მაგისტრატურა - 10 - 24 თებერვალი.


საკონტაქტო ინფორმაცია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №203; ტელ.: 2 22 21 08

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელეფონი: 2 25 17 36

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელეფონი: 2 30 45 38

ტურიზმის საერთაშორისო სკოლა

მის: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი № 201; ტელეფონი: 2 39 18 75 (74))

იურიდიული ფაკულტეტი
მის: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3, თსუ, II კორპუსი, ოთახი №127; ტელეფონი: 2 29 08 19



თსუ-ს რექტორის ბრძანება „ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ


თსუ-ს რექტორის ბრძანება"ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა მობილობის ელექტრონული პორტალის წარმოების წესის" დამტკიცების შესახებ


თსუ-ს რექტორის ბრძანება„ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის წესის" დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2013 წლის 12 აგვისტოს №94/01-01 ბრძანებაში დამატებების შეტანის თაობაზე
Print

« იხ. ყველა სიახლე