ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-08-22

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

პირველსემესტრელ  სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება (ანკეტა გააქტიურდება 1 სექტემბერს).

2014– 2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები:

• ადმინისტრაციული რეგისტრაცია (სწავლის საფასურის გადახდა) და ხელშეკრულების გაფორმება - 1 - 8 სექტემბერი;
• აკადემიური რეგისტრაცია (სასწავლო კურსების არჩევა) - 9 - 15 სექტემბერი;

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
(რექტორის ბრძანება №119/01-01; 24.07.2014)

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია):
პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად (ბრძ.№02/01-01, 24.01.2012)  ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (1 - 8 სექტემბერი).
სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია:

არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი არის  მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.

2014-2015 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები (ბრძანება №88/01-01, 10.06.2014)

ბაკალავრიატის გზამკვლევი

Print

« იხ. ყველა სიახლე