ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-07-22

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 მარტის №25/2014 დადგენილება

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები

თსუ-ს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელების უფლება აქვთ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს (მიღების წინაპირობები განსაზღვრულია შესაბამისი სამაგისტრო პროგრამით).

2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები (ბრძ. №84/01-01, 09.06.2014)

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება (რეგისტრაცია) - 1 - 4 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება) -  8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9  სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება –  10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 10 სექტემბერი;
ზ) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) – 12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 16  სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17  სექტემბერი;
ლ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -18 - 23 სექტემბერი;
მ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა -  24 სექტემბერი;
ნ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.

თსუ-ს მიმღებ კომისიაში  წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა 
(საკონტაქტო ინფორმაცია):

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე
ბ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის  - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე); 
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

საკონტაქტო ინფორმაცია 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის №3, თსუ II კორპ., ოთახი №158. ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 36

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელეფონი: (+995 32) 2 22 11 01-226

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, II სართული, ოთახი №207; ტელეფონი: (+995 32) 2 25 17 35 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი N101 (რესურსცენტრი 1), (+995 32) 2 30 36 71.

ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N5, (+995 32) 2 30 47 22.

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირებაში "საერთაშორისო საწარმოთა მართვა" – მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, მაღლივი კორპუსი, ოთახი N416 , (+995 32) 2 30 4149, 577 253098,577 233955;

იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№ 3, თსუ II კორპუსი, ოთახი №117; ტელეფონი: (+995 32) 2 29 08 41. 

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელეფონი: (+995 32)  2 91 31 25.

Print

« იხ. ყველა სიახლე