სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (
www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (
ბრძ:№115/01-01,18.07.2014):
მობილობის ვადები:
-
დოკუმენტაციის მიღება - 26 აგვისტო - 1 სექტემბერი;
-
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 2 – 4 სექტემბერი;
-
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება - 5 - 8 სექტემბერი;
- ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში - 11 სექტემბერი.
ვაკანტური ადგილები:
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014 –2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება -
№116/01-01, 18.07.2014
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია) წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
-
განცხადება;
- სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
-
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
-
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
-
სტუდენტის სასწავლო ბარათი;
-
უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
-
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე გადმომსვლელებისათვის (მათემატიკა, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ფიზიკა) ცნობა სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ-ერთი არჩევითი საგნის (ფიზიკა/მათემატიკა) ჩაბარების შესახებ.
კრედიტების აღიარება
მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს ,,ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ - №74/2012 დადგენილების შესაბამისად.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება –
2014 წლის 5 - 8 სექტემბერს.
სტუდენტს
მობილობით ჩარიცხვაზე უარის თქმა შეუძლია წერილობითი განცხადებით მიმართვის გზით, მისი მობილობით ჩარიცხვის ბრძანების გამოცემამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი №303; ტელ.: (+995 32) 2 30 40 70.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ, I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. № 8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელ.: (+995 32) 2 25 17 36
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 34 98
საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74))
სამაგისტრო პროგრამა “ტურიზმი“ - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი - მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსის უკანა შესასვლელი, ოთახი N5, ტელ.: (+995 32) 2 30 47 22.
იურიდიული ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. №3, თსუ, II კორპუსი, ოთახი №127;
ტელ.: (+995 32) 2 29 08 19
მედიცინის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, ჭიაურელის №2, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე-3 სართული, ოთახი N38 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25.