2011-08-05
სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მიიღეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში
პროცედურული ვადები:
დოკუმენტაციის მიღება - 2 - 9 სექტემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება - 12 - 13 სექტემბერი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა - 14 სექტემბერი;
ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 16 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები (მხოლოდ დოქტორანტებისათვის):
უცხო ენის გამოცდა - 12 სექტემბერი;
აპელაციაზე განცხადების მიღება - 13 სექტემბერი;
აპელაციის განცხადებების განხილვა და შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
გასაუბრება სპეციალობაში - 15 სექტემბერი;
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველი დოქტორანტი ვალდებულია ჩააბაროს გამოცდა უცხო ენაში და გაიაროს გასაუბრება სპეციალობაში. ის დოქტორანტები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ გამოცდას და გაივლიან გასაუბრებას ჩაირიცხებიან თსუ-ში.
მობილობის პროცესში სტუდენტის კრედიტების აღიარება ხდება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2010 წლის 25 ივნისის “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის” დამტკიცების შესახებ №57/2010 დადგენილების შესაბამისად.
-
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმომსვლელი სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია)
წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები:
ა) სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
-
სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა ჩარიცხვა
სტუდენტი ვალდებულია სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ წარმოადგინოს პირადი საქმე.
« იხ. ყველა სიახლე