2012-08-31

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!



პირველსემესტრელ სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა ანკეტის ელექტრონული ვერსიის შევსება ( ანკეტა გააქტიურებულია )

2012– 2013 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის რეგისტრაციის ვადები ( ბრძანება №:92/01-01, 16.07.2012)
• ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 29 აგვისტო - 8 სექტემბერი;
• აკადემიური რეგისტრაცია - 10 -17 სექტემბერი;
• სააუდიტორიო მეცადინეობები – 17 სექტემბერი - 29 დეკემბერი;
• არდადეგები - 31 დეკემბერი - 7 იანვარი; 16 თებერვალი - 2 მარტი;
• საგამოცდო პერიოდი - 8 იანვარი - 2 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 8 – 15 თებერვალი.

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა ( ბრძანება №108/01-01; 21.08.2012)

ა) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის წარმოდგენით);
გ) ფოტოსურათის (3x4) ელექტრონული ვერსია CD-ზე;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
ე) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე ( საკონტაქტო ინფორმაცია )

პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:

პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად, ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში (ბრძ.№02/01-01, 24.01.2012). პირველკურსელთა მიერ სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში:
  • ბანკი რესპუბლიკა
  • ლიბერთი ბანკი
  • თი ბი სი ბანკი


2012-2013 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები

ბაკალავრიატის გზამკვლევი


სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება

Print

« იხ. ყველა სიახლე