2011-02-11
რეგისტრაცია კონკურსისთვის
ტესტი სამი ნაწილისგან შედგება:
I. წაკითხულის გააზრება (ორი ტექსტი, 21 შეკითხვა),
II. ლოგიკური მსჯელობა (14 ამოცანა),
III. რაოდენობრივი მსჯელობა (7 ამოცანა).
ტესტის თითოეულ დავალებას ახლავს ხუთი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
სწორი პასუხის გაცემისთვის იწერება 1 ქულა.
თუ არც ერთი პასუხი არ არის მონიშნული, იწერება 0 ქულა.
არასწორი პასუხისთვის აკლდება 0,2 ქულა (ანუ, იწერება -0,2 ქულა).
ტესტის სამივე ნაწილის შესასრულებლად გეძლევათ 2 საათი და 30 წუთი. ტესტის ნაწილების შესრულების თანამიმდევრობას არა აქვს მნიშვნელობა.
გთავაზობთ ტესტის ნიმუშს. ამ გამოცდისთვის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცემული ზოგადი უნარებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის კრებულები.
ტესტი სტუდენტების საგრანტო კონკურსისათვის
« იხ. ყველა სიახლე