ამირან ბერძენიშვილი


დაბადების თარიღი: 11.06.1952

სამეცნიერო ხარისხი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი

განათლება:

1970 – 1975 წწ. - თსუ ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ფილოსოფიის სფეციალობა;

1975 - 1978 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი;

1981 - 1982 წწ. - მოსკოვის სახელობის უნივერსიტეტის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი, ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებები.


სამსახურეობრივი გამოცდილება:

1990 წლიდან დღემდე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

1994 - 2004 წწ. 2006 - 2012 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 

1978 – 1990 წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ფილოსოფიის კათედრის დოცენტი;

1992 – 2005 წწ. - ადამიანთმცოდნეობის, სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი.


პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობა:

ამირან ბერძენიშვილი აქტიური მონაწილე იყო პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობაში; იგი იყო ფონდის “ღია საზოგადოება საქართველო” (CIPDD) მიერ შემუშავებული  უმაღლესი განათლების კონცეფციისა და კანონის პროექტის მოდერატორი, სოციალურ მეცნიერებათა ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის სამეცნიერო რედაქტორი, იგი დღემდე არის არასამთავრობო ორგანიზაცია  “საქართველოს სოციოლოგთა ასოციაცია” პრეზიდიუმის წევრი და არასამთავრობო ორგანიზაციის “ინფორმაციული საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი” დირექტორი.

სამეცნიერო საზოგადოებების (აკადემიების), სამეცნიერო საბჭოების, სარედაქციო კოლეგიების, საორგანიზაციო კომიტეტების წევრობა:

ამირან ბერძენიშვილი არის საქართველოს სოციოლოგთა ასოციაციის წევრი, თსუ ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, 1992 - 2005, 2005 – 2011 წწ. და 2012- 2016 წწ. - თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე ფილოსოფიის სერიის სარეკომენდაციო საბჭოს წევრი; ასევე ISDI სადისკუსიო კლუბის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ISDI სოციოლოგთა წრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, სოციოლოგიის სპეციალობის სტუდენტთა და დოქტორანტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა სადისკუსიო კლუბ “დისკუსიოს” მზრუნველთა საბჭოს წევრი და კონსულტანტი.

ამირან ბერძენიშვილი არის 5 მონოგრაფიის, 3 სახელმძღვანელოს, 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მრავალი წიგნისა და კრებულის რედაქტორი, ღირსების მედალისა და ღირსების ორდენის მფლობელი;  იგი იყო მრავალი საერთაშორისო  თუ  ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მომხსენებელი, ორგანიზატორი და საორგანიზაციო კომიტეტის წევრი; მოპოვებული აქვს მრავალი როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი გრანტი.










გამოქვეყნების თარიღი:2016-06-14 12:16:46